- ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინის და რუსეთის ასევე საქართველოს
1.ბულგარეთი-ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა (Република България) — სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე,სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაისმიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.
2.რუმინეთი-რუმინეთი (რუმ. România) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას. რუმინეთის მოსაზღვრე ქვეყნებია: დასავლეთიდან უნგრეთი და სერბეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა და მოლდოვეთი, ხოლო სამხრეთით ბულგარეთი. მისი ფართობია 238391 კმ², რუმინეთი არის ევროპის კავშირის სიდიდით VIII ქვეყანა, ხოლო 20,121,641 მოსახლით მეშვიდე. მისი დედაქალაქი და ასევე უდიდესი ქალაქი არისბუქარესტი, რომელიც არის ევრო კავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქი.
3.თურქეთი-თურქეთი (თურქ. Türkiye; ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა — Türkiye Cumhuriyeti) — ქვეყანა ევრაზიაში, რომელიც ანატოლიის ნახევარკუნძულზემდებარეობს დასავლეთ აზიაში და თრაკეზე (რუმელია) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბალკანეთის რეგიონში. თურქეთს ესაზღვრება რვა
4.უკრაინა-უკრაინა (უკრ. Україна [ukrɑˈjinɑ]) — ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი,ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603.700 კვადრატულ კილომეტრს და ყველაზე დიდი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მთლიანად ევროპაში მდებარეობენ.
5.რუსეთი-რუსეთი (რუს. Россия), ოფიციალური სახელია რუსეთის ფედერაცია[1][2] (რუს. Российская Федерация) — ევრაზიის ქვეყანა. ის არის ფედერაციულირესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება: ბელორუსია, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი,ჩინეთი, მონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.
6.საქართველო-საქართველო (აფხ. Қырҭтәыла) — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდანთურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
No comments:
Post a Comment