Friday, April 17, 2015

შავი ზღვის მდებარეობა

შავი ზღვა (ბერძნ. Μαύρη Θάλασσα; ბულგ. Черно море; თურქ. Karadeniz; რუმMarea Neagră; რუსЧёрное море; უკრЧорне море) — ატლანტის ოკეანისხმელთაშუა ზღვა ევროპასა და მცირე აზიას შორის. ესაზღვრება თურქეთიბულგარეთირუმინეთიუკრაინარუსეთი და საქართველო. ჩრდილო-აღმოსავლეთითქერჩის სრუტით უკავშირდება აზოვის ზღვას, სამხრეთ-დასავლეთით ბოსფორის სრუტით — მარმარილოს ზღვას, შემდეგ დარდანელის სრუტით — ეგეოსისა დახმელთაშუა ზღვებს. შავი ზღვა ყველაზე ღრმად იჭრება ევრაზიის კონტინენტში.[1]
მაქსიმალური სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 1150 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 580 კმ, ყველაზე ვიწრო ადგილზე 265 კმ. ფართობი 422 000 კმ². წყლის მოცულობა 555 000 კმ³.[2] მაქსიმალური სიღრმე 2210 მ, საშუალო სიღრმე 1240 მ. შავ ზღვას ერთვის მდინარეები: დუნაიდნესტრისამხრეთის ბუგიდნეპრირიონიყიზილ-ირმაქი და სხვა. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. ერთადერთი დიდი ნახევარკუნძულია ყირიმი. სანაპირო ხაზის სიგრძე 3400 კმ. დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაპირები დაბალია, ზოგან — ფლატოვანი, ჩრდილო-დასავლეთით — ლიმანურიყირიმის სამხრეთი ნაპირი მთიანია; აღმოსავლეთით და სამხრეთით ეკვრის კავკასიონიმცირე კავკასიონი და პონტოს მთები. შავი ზღვა ატლანტის ოკეანიდან 2600 კმ-ით არის დაშორებული. წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის ღრმა ქვაბულს, საკმად ბრტყელი ფსკერითა და ციცაბო ფერდობებით. ჭარბობს დიდი სიღრმეები. 200 მ-ზე ნაკლები სიღრმეები მხოლოდ ზღვის ხმელეთში შეჭრილ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია. სხვა სანაპიროების გასწვრივ წყალმარჩხი ზოლის სიგანე დიდი არ არის.[1]
შავ ზღვას დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ინარჩუნებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და სამხედრო მნიშვნელობას. სევასტოპოლსა დანოვოროსიისკში არის რუსეთის შავიზღვისპირა ფლოტის ძირითადი სამხედრო ბაზები; სინოპსა და სამსუნში — ბაზირდება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავიზღვისპირა დაჯგუფების გემები; ვარნაში — ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, ფოთსა და ბათუმში — საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები, კონსტანცაში და მანგალიაში — რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები. შავი ზღვა თევზჭერის მნიშვნელოვანი რაიონია. შავი ზღვის ხელსაყრელიკლიმატური პირობები ხელს უწყობს კურორტებისა და ტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია ყირიმის სამხრეთი ნაპირი, რომლის ცენტრია იალტა, კავკასიის სანაპიროზე — სოჭიბიჭვინთაგაგრასოხუმიბათუმიანაპაგელენჯიკი; ბულგარეთში — ზლატნი-პიასიცი და სლანჩევ-ბრიაგი, რუმინეთში — მამაია.
მნიშვნელოვანი უბეებია: კარკინიტისკალამიტისდნეპრ-ბუგისდნესტრისვარნისბურგასისსოხუმისბათუმის და სხვა. კუნძულები ცოტაა, მნიშვნელოვანია —ჯარილგაჩიბერეზანი და ზმეინი. შავი ზღვის სანაპიროზე არსებული მნიშვნელოვანი ქალაქებია: ბათუმიბურგასიკონსტანცაგირესუნიხოფასტამბოლი,ქერჩიმანგალიანევოდარინოვოროსიისკიოდესაორდუფოთირიზესამსუნისევასტოპოლისოჭისოხუმიტრაპიზონივარნაიალტა და ზონგულდაქი.
ტამანის ნახევარკუნძულიდან საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვრამდე, მდინარე ჭოროხის შესართავის სამხრეთ ტერიტორიამდე გადაჭიმულიაკავკასიური რივიერა, რომლის სიგრძეა 725 კმ. შავი ზღვის აუზის კავკასიის რეგიონში დამახასიათებელია ბუნების ვერტიკალური ზონალობა. აქ მკაფიოდ არის გამოხატული კლიმატისა და ჰიდროგრაფიის დამოკიდებულება. შავი ზღვის აუზის ყველაზე მაღალი წერტილია მწვერვალი შხარა (5068 მ).[3]
საქართველოს დასავლეთით 310 კმ სიგრძეზე ეკვრის შავი ზღვა, რომლის მნიშვნელობა საქართველოსთვის დიდია. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ წარმონაქმნს ქვეყნის ზოგადგეოგრაფიული მდებარეობისათვის, რესურსულ პოტენციალს, რეკრეაციულ ზონას, საგარეო კავშირურთიერთობების ძირითად არტერიას. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი, შესაბამისად იგი მოხერხებული აკვატორიაა ნაოსნობისათვის. საქართველოზე მოდის შავი ზღვის სანაპირო სიგრძის 9%. გარდა ამისა, იგი დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ჰავის ფორმირებაზე.
პონტოს შესახებ პირველი დოკუმენტური ცნობები მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეს. შავ ზღვას ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში ბერძენი ზღვაოსნები უწოდებდნენ პონტოს აქსინოსს (Pontos Axeinos, სიტყვასიტყვით — არასტუმართმოყვარე ზღვა), ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში — პონტოს ევქსინოსს (Pontos Evxeinos — სტუმართმოყვარე ზღვა). IX-XX საუკუნეებიდან არაბები უწოდებდნენ რუსეთის ზღვას, XV საუკუნიდან თურქები — ყარადენიზს (Karadeniz — შავი ზღვა). პონტოს ევქსინოსი ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ხალხისთვის კარგად იყოს ცნობილი. პონტოს ევქსინოსის შესახებ ცნობები მოიპოვება ჰომეროსის ოდისეაში.[4]

შავი ზღვის ქვეყნები

შავი ზღვის პირა ქვეყნების
- ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინის და რუსეთის ასევე საქართველოს

1.ბულგარეთი-ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა (Република България) — სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე,სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაისმიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

2.რუმინეთი-რუმინეთი (რუმ. România) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას. რუმინეთის მოსაზღვრე ქვეყნებია: დასავლეთიდან უნგრეთი და სერბეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა და მოლდოვეთი, ხოლო სამხრეთით ბულგარეთი. მისი ფართობია 238391 კმ², რუმინეთი არის ევროპის კავშირის სიდიდით VIII ქვეყანა, ხოლო 20,121,641 მოსახლით მეშვიდე. მისი დედაქალაქი და ასევე უდიდესი ქალაქი არისბუქარესტი, რომელიც არის ევრო კავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქი.
 
3.თურქეთი-თურქეთი (თურქ. Türkiye; ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა — Türkiye Cumhuriyeti) — ქვეყანა ევრაზიაში, რომელიც ანატოლიის ნახევარკუნძულზემდებარეობს დასავლეთ აზიაში და თრაკეზე (რუმელია) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბალკანეთის რეგიონში. თურქეთს ესაზღვრება რვა 
 4.უკრაინა-უკრაინა (უკრУкраїна [ukrɑˈjinɑ]) — ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი,ბელარუსიმოლდოვაპოლონეთისლოვაკეთიუნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603.700 კვადრატულ კილომეტრს და ყველაზე დიდი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მთლიანად ევროპაში მდებარეობენ.

5.რუსეთი-რუსეთი (რუსРоссия), ოფიციალური სახელია რუსეთის ფედერაცია[1][2] (რუსРоссийская Федерация) — ევრაზიის ქვეყანა. ის არის ფედერაციულირესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთინორვეგიაესტონეთილატვიალიტვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება: ბელორუსიაუკრაინასაქართველოაზერბაიჯანიყაზახეთი,ჩინეთიმონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.

6.საქართველო-საქართველო (აფხ. Қырҭтәыла) — სახელმწიფო ევრაზიაშიკავკასიაშიშავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდანთურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

საქართველოს სანაპირო